spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია

მეცოდება პირველ რიგში, კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, თორემ, არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და სახელმწიფო სადავეები ხელში ახალმა თაობამ უნდა აიღოს.

“მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და უნდა ყველას გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა, თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია.

ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში, კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, თორემ, არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია.

მეცოდებიან ყველა ის პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ, მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი. რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით, თუ რამდენიმე კვირით, არ ვიცი, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ არც ერთს არანაირი უფლება არ გააჩნია.

მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს ვნახეთ და საქართველოს ისტორიაში შევა სამარცხვინოდ. სამაგიეროდ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა და უნდა მოემზადონ, რომ ხელში აიღონ ქვეყნის სათავეები.

თქვენი დრო მოვიდა. საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული, არამედ თავისუფლად და სამართლიანად. ჩვენი მთავარი მოვალეობაა მომზადება და იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავისა და ჩვენი პარტნიორების. მე, როცა გადავწყვეტ სტრასბურგში წასვლას, გეტყვით რისთვის, როდის  მივდივარ, ვის ვხვდები და როდის დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები