საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით “ტვიტერზე” წერს.
“დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მადლობა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ამაში მონაწილეობისთვის. საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის. გზავნილი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად უცვლელია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.