spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს გადაწყვეტილი თქვენი ხმით, ნურავინ დარჩება სახლში

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხალხის გადასაწყვეტია, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო.

“ჩემო თანამემამულეებო, პირველ რიგში, მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, რათა ჩავიდეს თავის რეგიონში და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქ არის ჩაწერილი. რაც არ უნდა სირთულეები იყოს და არ იყოს ტრანსპორტი, ან დიდი დრო უნდა, დიდი გზაა, მაინც მიდიხართ და იქიდან მისცემთ ხმას საქართველოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს დიასპორაში, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ, იბრძვიან, რათა მიიღონ უფლება, მათი ხმა ისმოდეს და მათი ხმა გაისმება ხვალ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა, კერძოდ მივმართო და მადლობა გადავუხადო მას, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, რათა იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა საარჩევნო უბანი, სადღაც დაგაკლდათ უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც ცხოვრობთ საარჩევნო უბნებიდან მოშორებით, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწოდება.

მინდა, მადლობა გადავუხადო წინასწარ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, ჩანან უკვე დღეს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე. თავიანთ ცხოვრებაში პირველად მისცემენ ხმას თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა ირჩევს მისი მოსაზრების, სურვილის და ნების მიხედვით. ვერავინ ვერაფერს დაგაძალებთ, ვერავინ ნახავს, თქვენ ვის მიეცით ხმა. და ხვალ ამის გამო ვერავინ დაგსჯით. არანაირი რევანში არ იქნება არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება, როგორც ყველას პრეზიდენტი.

მიდით არჩევნებზე, ნურაფრის გეშინიათ. საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს გადაწყვეტილი თქვენი ხმით. ნურავინ დარჩება სახლში. თქვენი გადასაწყვეტია, ხვალინდელი საქართველო როგორი იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები