spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა

სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომცდა თანამშრომლებთან შეხვედრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არალეგიტიმური პრეზიდენტი საგარეოში მივიდა ალბათ იმისთვის, რომ თანამშრომლებს დაემუქროს. აპირებენ რეორგანიზაციით გაუშვან ყველა, ვინც ხელს აწერს პროტესტს.

“სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომცდა თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!!!! სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ასახულია კონსტიტუციაში!!!”, – წერს პრეზიდენტი.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდებოდნენ, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებს უნდა შეხვედროდა. როგორც ცნობილია, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უკანა კარიდან შევიდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები