პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
“შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანავუგრძნობ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქ ხალხს“, – წერს ზურაბიშვილი.
სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ბოლო ინფორმაციით, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.