spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, ჩვენ ვართ ერთად, სანამ საქართველო არ მიაღწევს მიზანს

ძალიან მაგარია საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს ჩანს ყველანაირად, არავინ არ ეგუება გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმურ მთავრობის ხელში მყოფ საქართველოს, ამიტომ, თქვენ ხართ ძალიან ბევრნი და ერთიანობით მიიღწევა მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დიდი აქცია, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას, წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია.

“ძალიან მაგარია საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს ჩანს ყველანაირად, არავინ არ ეგუება გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმურ მთავრობის ხელში მყოფ საქართველოს, ამიტომ, თქვენ ხართ ძალიან ბევრნი, გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში:ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი – არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად გარეთ. მინდა მივმართო სამართალდამცველებს, პოლიციელები ვიცი, რომ, რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებენ და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა, დანარჩენებს მინდა მივმართო – არ ასწიოთ ხელი ახალგაზრდებზე, არც სხვებზე, თავი შეიკავეთ და თქვენს მოვალეობას მიხედეთ. არაფერი არ ხდება, არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც მოითხოვს თქვენს ჩართულობას და დარბევას, ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები ხართ თქვენ.

ასევე, მივმართავ ჩვენს დიასპორის წევრებს, რომლებიც სოლიდარობით გამოდიან ბერლინში, პარიზში, ვაშინგტონში, პოზნანში, ბრიუსელში და სტრასბურგში, ეს არის დიდი მოძრაობა, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენი დიპლომატიური კორპუსი გახდეს თანამონაწილე ამ პროცესის და ნელ-ნელა ხდება.

ამ პროცესს აქვს შედეგი, რადგან ვნახეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაემიჯნა ახალ, პრორუსულ პოლიტიკას და გამოხატა პროტესტი ხელმოწერებით, ასევე ჩვენი ელჩი ბულგარეთში გადადგა და ხუთ სხვა ქალაქშიც გამოხატეს პროტესტი. თავდაცვის სამინისტროში 40-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა პროტესტს, ესეც ბევრს ნიშნავს, რადგან მე ვიცი და ვგულშემატკივრობ იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება ჩვენი ჯარი. რაც შეეხება განათლების სფეროს, იქ 450-ზე მეტი თანამშრომელი ამ პროტესტს შეუერთდა, რაც არის უმნიშვნელოვანესი მონაცემი. 17 მოსამართლე და 2 რაიონული სასამართლოს მოსამართლე გაემიჯნა ამ პრორუსულ მთავრობას. იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან 100-ზე მეტი თანამშრომელი, საკონსტიტუციო სასამართლოს 16 თანამშრომელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 42 თანამშრომელი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სენატის 9 წევრი გაემიჯნა ამ პოლიტიკას.

ეს არის ძალიან დიდი მოძრაობა, რომელიც დაწყებულია და რომელიც ნელ-ნელა მოიცავ მთლიანად საქართველოს. იქ, სადაც ყველაზე მეტად ემსახურებიან სახელმწიფოს და საქართველოს მომავალს, პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება.

დღეს შევხვდი არასამთავრობოებს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა, ვინც ამ პროტესტის გამო იქნება დასჯილი, ასევე იქნება დაცული. ასევე, დროებით შეჩერდა სწავლის პროცესი რამდენიმე უნივერსიტეტში. ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ 43 ადამიანი დააკავეს, ჩვენ არ ვივიწყებთ მათ და ეს არის მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა. ეს არის დიდი აქცია, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას, ჩვენ ყველანი ვართ ერთად ამ პროტესტში. მე შემიძლია ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია. ჩვენ ვართ ერთად, სანამ საქართველო არ მიაღწევს მიზანს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები