spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ვაკის პარკში, მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული

მინდა, გაგიზიაროთ ერთი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რამდენიმე წელია, მივწერე თუნდაც თბილისის მერს და სხვებს, რომ ვაკის პარკში, ის მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, მემორიალი უნდა მოიცავდეს ყველა იმ ბრძოლას, რომელიც საქართველოს ჰქონდა.

 

“უნდა იყოს გადაკეთებული, რომ მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი ბრძოლა და ყველა ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იყვნენ გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება, მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ესეც იქნება ძალიან დიდი ნიშანი. 

 

უფრო ღირსეულიც იქნება, როცა ან უცხოელ სტუმრებს მივიყვანთ და ავუხსნით, რა არის საქართველოს ისტორია, ან ჩვენ მოწაფეებს რომ მივიყვანთ და ასევე გავაგებინებთ, რა იყო ეს ღირსეული ფურცლები ჩვენი ისტორიისა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები