პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
პუტინს ომს უკრაინაში დღეს ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.