პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევარი გაგრძელდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.