spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოთხოვნით აქცია იმართება

“სიცოცხლისთვის” – ასე ქვია  საპროტესტო აქციას,  რომელიც  სალომე ზურაბიშვილის  რეზიდენციასთან  მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები  პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. 

“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,  მიხეილ  სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ქვეყნის  ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან.  

“საინიციატივი ჯგუფის დაორგანიზებული აქციაა, რასაც მივესალმები.  მნიშვნელოვანია რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის გაკეთდეს ყველაფერი, ეს კარგად უნდა  გაიგონ პირველ რიგში,  „ქართული ოცნების“ მომხრეებმა, რომლებსაც პროპაგანდირებენ, რომ თურმე პრეზიდენტი სააკაშვილი თუ მოკვდება, ასე ლაპარაკობს, კობახიძე, კალაძე, რომ არაფერი თურმე ამით არ დაშავდება,  თურმე მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 
კარგად უნდა გაიგოს ყველამ,  რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ პროპორციულია ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან. პრეზიდენტ სააკაშვილისადმი არადამიანური მოპყრობა და წამება ნიშნავს იმას,  რომ ცივილიზებულ სამყაროში არ დაგველაპარაკება არავინ, შესაბამისად საფრთის წინაშე დადგება ჩვენი ევროპული მომავალი და თავისუფლება, ეს კარგად უნდა გააცნობიერონ ადამიანებმა“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები