spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ, მან ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“რადგან 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებიდან 30 წელი სრულდება, ეს თარიღი მნიშვნელოვანია და მინდა მოგიწვიოთ საქართველოში, გაჩვენოთ კულტურული ღონისძიებები, ასევე ამ დროს შეგვიძლია ჩავატაროთ ავსტრიის კულტურის დღეები. ასევე თქვენც გაეცნოთ საქართველოს კულტურას და გადავწყვიტოთ, რა შეიძლება ვაჩვენოთ ავსტრიელ მსმენელსა და მაყურებელს. ეს იქნება კიდევ ერთი საშუალება, რომ საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობები გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში 11 ოქტომბერს დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები