spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.

 

“თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის  და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა”, – მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებამ რაც თავისთავად მხარდაჭერის გამოხატულებაა.

 

ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი.

 

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები