spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრების წევრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდა, სადაც დახვედრის ღონისძიება გაიმართა.

 

გულშემატკივართა ნაწილი ფეხბურთელებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან დახვდა, ნაწილი კი, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან დღეს დილით დაბრუნდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები