საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთი მსჯავრდებული შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
“საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელიც სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.