spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება

მინდა, ხელი მოვაწერო განკარგულებას, რითაც ინიშნება სამომავლო არჩევნები 26 ოქტომბრის. დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა. დღე არჩევანის – დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს მოქალაქეები ქვეყნის ბედს გადაწყვეტენ.

“მინდა, ხელი მოვაწერო განკარგულებას, რითაც ინიშნება სამომავლო არჩევნები 26 ოქტომბრის. დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა. დღე არჩევანის – დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს. ამიტომაც, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებზე მე მაქვს ჩემი სათქმელი –  უნდათ, რომ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის – ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასდროს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას – ომის საფრთხეს. უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი, ევროპა თუ რუსეთი.

გადასაწყვეტი გვაქვს რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა – წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ  – მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ღირსება თუ უპრინციპობა, ქრისტიანული შემწყნარებლობა თუ რუსული ძალადობა.

იშვიათად თუ ჰქონია საქართველოს ისტორიაში ასეთი შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბედი გადაწყვიტოს მშვიდად, გარკვეულად, ომის და დაპირისპირების გარეშე. სწორედ იმიტომ, რომ ომი არ გვინდა, აუცილებელია, არჩევნებით ვთქვათ სათქმელი.

29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა. ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს. მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზაგასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე. ან იქნება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითი დღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს. არჩევანია მართლაც რუსული დაუნდობლობის და ქართული საუკუნოვანი შემწყნარებლობას შორის. ყოველდღიურად, საქართველო, მაგალითს იძლევა ამ შემწყნარებლობის.

მცხეთიდან საარჩევნო კამპანია გაიხსნა. საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში  დაჰპირდნენ შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანების დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას.

26 ოქტომბერი არის ის არჩევნები, როცა თქვენ საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას, ქვეყნის ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და  თავის სათქმელს იტყვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები