spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარუდგინოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარუდგინოს.

 

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

 

პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

 

გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით.

 

სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლი წლიური ანგარიში იქნება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები