პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო “შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.