spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შვეიცარიის პრეზიდენტს გი პარმელინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული ძალისხმევისათვის. 

 

“თავის მხრივ, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს განუახლა  მოწვევა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური  ვიზიტი შვეიცარიაში 2020 წელს ვერ განხორციელდა.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშლრომლობის გაღრმავებისა და განვითარებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მეტად გაღრმავების მნიშვნელობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები