spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილს და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. 

 

“პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვენერობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო. სააფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. 

 

პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას. 

 

საუბრის ბოლოს კი პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები