ბერძნული მედიის ცნობით, სალონიკში 56 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი თავისივე ბინაში მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა, ასევე ქართველმა, 56 წლის მამაკაცმა მოკლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.
მოკლულს სხეულზე მუშტებით მიყენებული სისხლჩაქცევები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
შემთხვევამდე მეზობლებს ბინიდან ჩხუბისა და ცემის ხმა ესმოდათ, რომლის დროსაც ქალი კაცს სთხოვდა არ მოეკლა. მეზობლების თქმით, მამაკაცს ალკოჰოლთან ჰქონდა პრობლემები, რის გამოც წყვილი ხშირად ჩხუბობდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი საბერძნეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და დამლაგებლად მუშაობდა.