spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 170-მდე ბავშვს საჩუქრები გადაეცა.

 

მოზარდებს საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა გადასცეს.

 

ღონისძიება „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით განხორციელდა. აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მსგავსი ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში მომავალშიც გაგრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები