spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსი რევაზ ლაზიშვილი თანამდებობას ტოვებს. 

 

როგორც ლაზიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რუსლან შამახია და ლექსო რაფავა გმირი პოლიციელები არიან და მსგავს მოპყრობას არ იმსახურებენ და მომხდარზე პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს.

 

“არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა”, – განაცხადა რევაზ ლაზიშვილმა.

 

ხობში ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა წუხელ დააკავეს. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. 

 

მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინებას უკავშირებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები