სამეგრელოში ძმამ ძმა ნამგლით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცს ჭრილობა სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული.
როგორც ცნობილია, შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათი უძღოდა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც Front News-ს შსს-ში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.