spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სამეგრელოში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა

“მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სამეგრელოში, სოფელ ჭალადიდში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, პოლიციის განყოფილებაში მოხდა. 

 

ცნობილია, რომ ორივე პოლიციელი დღეს მორიგე იყო, თუმცა, რა გახდა შელაპარაკების მიზეზი, უცნობია.

 

ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში სამმართველოდან დამატებითი ჯგუფები მივიდნენ. 

 

ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა პოლიციელი, რომელმაც კოლეგა მოკლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები