სამეგრელოს რეგიონში ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა. ინფორმაციას ფეისბუკგვერდი Trekking in the Caucasus ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოლაშქრე ტობავარჩხილის ტბის მიდამოებში გაუჩინარდა. ის სკურიდან ხაიშში გადასვლას გეგმავდა. ბოლოს ის კირნახონას თავშესაფართან ნახეს 28 სექტემბერს.
სტანისლავ კოსკისის ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აქტიური სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.