spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სამგორის გამგებელი – ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები, სულხან საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე აცხადებს, რომ სტატუსი, რომლითაც მან გუშინდელი აქციის მონაწილეებს სი*ები უწოდა, საჯარო არ იყო და მეგობრებზე იყო გათვლილი. 

 

“ჩემი ფეისბუქი არის ჩემი პირადი გვერდი, ეს არ აღნიშნავს საზოგადოებრივ აზრს, არც პოლიტიკურს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. პოსტი არ იყო ეს საჯარო. ჩემი ფეისბუქ ჯგუფი არის დახურული, ვინ გახსნა, როდის გახსნა მე ეგ არ ვიცი და ის სიტყვა, რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები, სულხან საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი და უგზო-უკვლოდ მფრინავი ჩიტების ჩვენ მეგობრები გვაქვს ასეთი ლექსია და საუბარი, რომლებიც ვუგებთ ერთმანეთს”, – განაცხადა კახა სამხარაძემ “მთავართან”.

 

სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, აქციაზე მყოფი ადამიანები “სი*ებად და ქვეყნის მტრებად” მოიხსენია. სამხარაძემ მოგვიანებით პოსტი წაშალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები