ავტობანზე, იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
მიკროავტობუსი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
არსებული ინფორმაციიით, ავარიის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.
დაშავებულების ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, 4 ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებული.