spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სამხედრო მედიკოსები სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად საჭიროების მქონე მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ

გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად  აქტიურად არიან ჩართულები დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მედიკოსები.  საკოორდინაციო შტაბიდან მიღებულ დავალებებზე ექიმები, ერთმანეთთან კოორდინაციით, მყისიერად რეაგირებენ და მოქალაქეებს ეხმარებიან.

სამხედრო მედიკოსები სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად საჭიროების მქონე მოქალაქეებს ადგილზე უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას და შემდეგ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა გურიის რეგიონის საკოორდინაციო შტაბიდან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები