spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ

სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები.

 

სამხედროები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუხლუხებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ, დამეწყრილი ფერდობის პერიმეტრზე გაიშალნენ და სპეციალური ხელსაწყოებით სისტემურად ამოწმებენ ტერიტორიას.

 

გუშინ, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები