spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრის მსახიობებმა ბავშვებს, ჯეიმს მეთიუ ბარის ნაწარმოებზე დაყრდნობით, რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი – „პიტერ პენის თავგადასავალი“ წარუდგინეს. მათ მულტფილმების გმირებთან ერთად სურათებიც გადაიღეს, მოგვიანებით კი, მოზარდებს საჩუქრებიც დაურიგდათ.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტელის თეატრი თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე რამდენიმე წელია, თანამშრომლობს. ღონისძიებას ორგანიზება უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები