ნიდერლანდებში სამხრეთ აფრიკიდან ჩაფრენილ 2 რეისის 61 მგზავრს კორონავირუსი აღმოაჩნდა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ყველა მათგანი აეროპორტთან მდებარე სასტუმროში იზოლაციაშია მოთავსებული.
სულ აეროპორტში, დაახლოებით, 600 მგზავრი შეამოწმეს კორონავირუსზე.
ამჟამად ჰოლანდიელი სპეციალისტები ამოწმებენ, ინფიცირებულთაგან რომელიმე ხომ არ არის დაავადებული „ომიკრონით“ – ახალი შტამით, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ახლახან აღმოაჩინეს.
მგზავრებს, რომელთა ტესტმაც ნეგატიური პასუხი აჩვენა, სთხოვეს, 5 დღით სახლებში თვითიზოლაციაში გადავიდნენ და კვლავ ჩაიტარონ კორონავირუსზე კვლევა.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საჰაერო მიმოსვლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან უამრავმა ქვეყანამ შეზღუდა.