სამთო სათხილამურო კურორტებზე მდებარე საბაგიროები დღეიდან ამუშავდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ადგილზე აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა.
სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნა, თუმცა საბაგიროებზე შეზღუდვა დღემდე მოქმედებდა.