spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

სამტრედიაში, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა. 

 

45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

 

არსებული ინფორმაციით, ის კორპუსის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა. 

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები