სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. რეგიონს 13-18 ივლისს ფინეთიდან მოწვეული ჟურნალისტი და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ბლოგერები და ფოტოგრაფები სტუმრობდნენ, რომლებმაც ტურისტულად მიმზიდველი ადგილები და ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.
ისინი რეგიონს ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (სამცხე-ჯავახეთი DMO) მოწვევით სტუმრობდნენ.
ტურის ფარგლებში, მონაწილეებმა იმოგზაურეს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, მოინახულეს როგორც ტურისტებისთვის ცნობილი ადგილები – ვარძია, ახალციხის ციხე, ბორჯომი, ასევე, შედარებით უცნობი ადგილები და ღირსშესანიშნაობები, გამოცადეს ტურისტული სერვისები და პროდუქტები, გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოს და ჩაუტარდათ კულინარიის მასტერკლასები.
პრეს-ტურის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაცია და კერძო სექტორის ხელშეწყობა. ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიერ მომზადებული სტატიები და სიუჟეტები მონაწილეთა პირად ბლოგებსა და საერთაშორისო მედიასაშუალებებში გამოქვეყნდება.