ბრაზილიაში, ქალაქ სან-პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა და მანქანებს დაეცა.
სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ორი ადამიანი.
დაშავებულები არიან მოტოციკლისტი და ავტობუსის ერთი მგზავრი.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შემთხვევის შედეგად ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.