spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“სანამ არ მოხდება სიტუაციის განმუხტვა, ვეცდებით სამუშაოების ეს დონე დავიჭიროთ”

კომპანია “ენკას” დირექტორის მერაბ ლომინაძის განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ ადგილი ექნებოდა პროვოკაციებს, ამ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოებს მინიმუმამდე დაიყვანდნენ. 

“ჩვენი მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ თუ ადგილი ექნებოდა პროვოკაციებს, ამ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, მინიმუმამდე დავიყვანდით მუშაობას და ასეც მოვიქეცით. ეს იყო სწორედ იმის მიზეზი, რომ დღეს ჩვენმა ტექნიკამ ხეობაში პრაქტიკულად არ იმოძრავა. 

სანამ არ მოხდება სიტუაციის განმუხტვა, ვეცდებით სამუშაოების ეს დონე დავიჭიროთ, რადგან ამ სიტუაციაში ჩვენთვის მხარე არ არსებობს, ეს არის ყველას პროექტი და ჩვენ ვცდილობთ ყველა მხარე ჩავერთოთ საგნობრივ დისკუსიაში”, – განაცხადა “ენკას” დირექტორი მერაბ ლომინაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები