სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებიან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური დევნილთა დამცველის ჯგუფის წარმომადგენელს, იურისტს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს ხვდება.
დევნილების16 ოჯახს საცხოვრებელი ფართები უკვე გადაეცა, მათგან 9 ოჯახს ქვემო ფონიჭალაში 5-სართულიან კორპუსში მისცეს ბინები, 7 ოჯახმა კი თვითონ მოძებნა ფართი, რომელიც შეუძინეს.
დარჩენილი 120-მდე ოჯახი ბინებით დროულად უზრუნველყოფას და სახელმწიფოსგან კომპენსაციის თანხის გაზრდას მოითხოვს.
“ორი პირობა გვაქვს თვითონ სახელმწიფომ შეიძინოს და დაგვაკმაყოფილოს ფართებით ან გაიზარდოს კომპესაციის ოდენობა, რომ შევძლოთ ბინების შეძენა”- აცხადებენ დევნილები.
სანატორიუმ “ქართლში” დევნილები რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა ზურამ ქირიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.