spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობას მართავენ

აფხაზეთიდან დევნილები მსვლელობას მართავენ.  ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსკენ მიემართებიან. 

 

სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები, რომლებიც შენობის ავარიულობის გამო რამდენიმე  ღამეა,  გარეთ ათენებენ, ხელისუფლებისაგან კუთვნილი ბინების გადაცემას ითხოვენ. 

 

დევნილები  დახმარებისთვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. 

 

“მივმართავთ ირაკლი ღარიბაშვილს,  მოგვაქციოს ყურადღება, მოვიდეს და დაინტერესდეს ჩვენი მდგომარეობით”, – აცხადებენ დევნილები.

 

სასტუმრო “ქართლში“,  სადაც დევნილები ცხოვრობენ, რამდენიმე დღის წინ ჭერი ჩამოინგრა, რასაც ადამიანები შემთხვევით გადაურჩნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები