ხმაურია თბილისის ზღვასთან მდებარე სანატორიუმ “ქართლთან”, სადაც დევნილები ცხოვრობენ. შენობა დიდი ხანია, ავარიულია და ინგრევა. სანატორიუმში მცხოვრებმა დევნილებმა, როგორც აცხადებენ, მთელი ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს, რადგან გუშინ შენობის ერთ ნაწილზე ჭერი ჩამოინგრა.
დევნილები ადგილზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მისვლას ითხოვენ, რადგან მან თავისი თალუთ ნახოს რა პირობებში ცხოვრობენ და მათი ბინებით დაკმაყოფილება უზრუნველყოს.
მინისტრის ნაცვლად ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა, დევნილებმა მასგან კონკრეტული შეთვაზება ვერ მიიღეს, რის გამოც შეძახილებით -“წადი” აიძულეს ტერიტორიის დატოვება.
“მოვიდეს ჯანდაცვის მინისტრი და ნახოს, რა მდგომარეობაში ვცხოვროთ, აფხაზეთში არ მოვმკვდარვართ და აქ უნდა მოვკვდეთ? “- აცხადებენ დევნილები.
მათი თქმით, ადგილზე კარვებს გაშლიან და საპროტესტო აქციებს გამართავენ.