spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანჩესი – ორშაბათს მე ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინული დემოკრატიისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა უკრაინაში ვიზიტი დააანონსა. ის კიევში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე ჩავა.

“ორშაბათს (24 თებერვალს) მე ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინული დემოკრატიისა და პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ“, – წერს ის.

ცნობილია, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მესამე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინას ეწვევა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც. ნაუსედას ოფისში მისი უკრაინაში ვიზიტის ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები