spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანდრო ბარამიძე – არჩევნები უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და ნეიტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ

არჩევნები უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და ნეიტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა კალანდარიშვილის დანაშაულებრივმა ბანდამ, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები უნდა ჩატარდეს  დამოუკიდებელი ინსტიტუტების პირობებში.

“მთავარი არის ის, რომ არჩევნები უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და ნეიტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა კალანდარიშვილის დანაშაულებრივმა ბანდამ. არჩევნები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი, ინსტიტუციურად გამართული სამართალდამცავი სისტემის პირობებში და არა იმ პირობებში, რაც ახლა გვაქვს – მურუსიძე-ჩინჩალაძის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამსახურის, გომელაურის და ლილუაშვილის უწყებების პირობებში”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები