spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანდრო ბარამიძე – ასეთ თავისმომჭრელ ვითარებაში საქართველო ჯერ არ ყოფილა, ეს ყველაფერი მოახერხა “ქართულმა ოცნებამ”

დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროს მესიჯს უგზავნის “ქართული ოცნება”, რომ ჩვენ ვართ ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით. ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

“დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროს მესიჯს უგზავნის “ქართული ოცნება”, რომ ჩვენ ვართ ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით.

თუ მაინც აუცილებელი იყო ინაუგურაციაზე ჩასვლა, არ იყო საჭირო “ჰამასის” ლიდერებთან პოზირება. ასეთი რამ აქამდე ბუნებაში არ ყოფილა. ასეთ თავისმომჭრელ ვითარებაში საქართველო ჯერ არ ყოფილა. ეს ყველაფერი მოახერხა “ქართულმა ოცნებამ”. ამას აკეთებენ მიზანმიმართულად. გარდა ამისა, “ქართული ოცნება” ამ ქვეყანას თავს ჭრის, როდესაც ისეთი ხალხის გვერდით დგება, რომლებიც მთელ მსოფლიოში აღიარებული არიან ტერორისტებად. ეს არის ჩვენი კამპანია დღეს. “ქართული ოცნების” სურვილია, რომ დასავლელ პარტნიორებს და მეგობარ ქვეყნებს ჩამოგვაშოროს.

ამ ვითარებაში ვიმყოფებით დღეს და ეს უნდა დაასრულოს ქართველმა ხალხმა”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები