spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სანდრო ბარამიძე – მოთმინება დაკარგეს იმის გამო, რომ სამოქალაქო პროტესტი არ წყდება, ეს რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს

მოთმინება დაკარგეს იმის გამო, რომ სამოქალაქო პროტესტი არ წყდება. ეს რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერს კადრულობენ, რომ ძალაუფლება შეუნარჩუნონ ამ რეჟიმს.

“მოთმინება დაკარგეს იმის გამო, რომ სამოქალაქო პროტესტი არ წყდება. ამაზე ეშლებათ ნერვები. თავისთავად, მსუსხავ ეფექტს იძლევა თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე და ამითაც აშინებენ ხალხს. აღარ იციან, როგორ დაიცვან თავი, აღარ იციან, როგორ შეაშინონ საზოგადოება, რომ სახელმწიფოს ნებისმიერი წარმომადგენლის მიმართ იყო მორჩილი, მაგრამ არ იქნება ასე, არ ვიქნებით და მორჩა. ეს ყველაფერი არის სულელური, კავშირი არ აქვს სამართალთან. ყველაფერს კადრულობენ, რომ ძალაუფლება შეუნარჩუნონ ამ რეჟიმს. ეს რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები