spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სანდრო ბარამიძე – ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ “ქართულ ოცნებაში” არიან, რომლებმაც ქვეყანა ასეთ კრიზისში შეიყვანეს

ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ “ქართულ ოცნებაში” არიან, რომლებმაც ქვეყანა ასეთ კრიზისში შეიყვანეს და მტრული სახელმწიფოს – რუსეთის ინტერესით მოქმედებენ , – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან ხალხი დაშინდება.

“თვლიან, რომ ადრე თუ გვიან ხალხი დაშინდება. ბოლომდე ეფექტური ჯარიმების საკითხიც არ არის. ყველაზე მთავარი ის არის, რომ საზოგადოების დაშინებას ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ, ამიტომააა, რომ დღითი დღე კიდევ უფრო ცდილობენ, გაავრცელონ ცნობები, თუ რას აპირებენ ამიერიდან, აპირებენ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოიღონ რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში. აქ კიდევ პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ თურმე, დაუწყიათ გამოძიება საბოტაჟის მუხლსა და ყოვლად გაუგებარ 319-ე მუხლზე. ყველაზე დიდი დამნაშავეები 319-ე მუხლით თვითონ “ქართულ ოცნებაში” არიან, რომლებმაც ქვეყანა ასეთ კრიზისში შეიყვანეს და მტრული სახელმწიფოს – რუსეთის ინტერესით მოქმედებენ”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები