spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანდრო ბარამიძე – თუ არ მოგვეცემა საშუალება, რომ ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ ოფისიდან, ამას გავაკეთებთ სახლიდან, ქუჩიდან

ჩვენ არჩევნებამდე პერიოდში ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ საქმიანობა. თუ არ მოგვეცემა საშუალება, რომ ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ ოფისიდან, ამას გავაკეთებთ სახლიდან, ქუჩიდან, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

“რამდენი სანქციაც უნდათ, იმდენი გამოწერონ და შემდეგ აი, ამ სანქციების აღსრულების პროცესში დააყადაღონ ჩვენი საბანკო ანგარიშები, შესაძლოა, ოფისები და საოფისე ტექნიკაც, თუმცა ჩვენ არჩევნებამდე პერიოდში ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ საქმიანობა. თუ არ მოგვეცემა საშუალება, რომ ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ ოფისიდან, ამას გავაკეთებთ სახლიდან, ქუჩიდან.

რაც შეეხება ჩვენს ენთუზიაზმსა და ერთგულებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართ, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ არ შევუშინდეთ იმ მუქარებსა თუ კანონით გათვალისწინებულ რეპრესიულ ზომებს”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები