spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანდრო რაქვიაშვილი – ამ ვითარებაში შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს პოლარიზაცია

“აგენტების კანონის” შემდეგ არ მგონია, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ევროპა უნდა, “ქართულ ოცნებას” აძლევდეს ხმას, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ “ოცნებას” დიალოგი არ გამოსდის, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ძალადობასაც მიმართოს.

“აგენტების კანონის” შემდეგ არ მგონია, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ევროპა უნდა “ქართულ ოცნებას” აძლევდეს ხმას. ამ ვითარებაში შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს პოლარიზაცია.

როცა დისკუსია არ ჭრის, როცა დიალოგი არ ჭრის, მე არ გამიკვირდება, რომ მიმართონ ძალადობას, რაც ადრეც გვინახავს”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები