ჩვენ არ შევუერთდებით ოპოზიციას ამ სარჩელში. თავის დროზე, როდესაც დავრწმუნდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მართვადია და არ არის დამოუკიდებელი, ყველა სარჩელი გამოვიტანეთ. ამიტომ არ ვაპირებთ საერთოდ საჩივრის შეტანას, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ არ შევუერთდებით ოპოზიციას ამ სარჩელში. თავის დროზე, როდესაც დავრწმუნდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მართვადია და არ არის დამოუკიდებელი, ყველა სარჩელი გამოვიტანეთ. ამიტომ არ ვაპირებთ საერთოდ საჩივრის შეტანას. ძალიან კომიკურად გამოიყურება ის, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი აკეთებენ, რადგან პრეზიდენტი ვეტოს როდესაც ადებდა ამ კანონს, იქ მთელი ამბავი იყო ატეხილი, ღმერთმა დაგვიფაროს და ვეტოს დოკუმენტში რამე შენიშვნა ჩავწეროთ, რომ შემთხვევით ქოცებმა არ გაითვალისწინონ და ახლა საკონსტიტუციოში ფაქტობრივად, საუკეთესო გამოსავალს აძლევენ. თუკი რაიმე შანსი არსებობს და ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, ეს აგენტების კანონი უკან გაიწვიოს ან შეცვალოს, იდეალური ინსტრუმენტი ჩაუვარდებათ ხელში, რადგან საკონსტიტუციო ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, მერე გმირულად ამას აღასრულებს პარლამენტი და იტყვიან, გვაქვს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კონტროლი ძალაუფლების ხელისუფლების შტოებს შორის და ა.შ”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა მიმართეს. სარჩელის შეტანას აპირებენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც.