spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანდრო რაქვიაშვილი – პრეზიდენტის ხელით “ქართული ოცნება” ანადგურებს ოპოზიციის დიდ ნაწილს

პრეზიდენტის ხელით “ქართული ოცნება” ანადგურებს ოპოზიციის დიდ ნაწილს. ოპოზიციაში არ მოიძებნა საკმარისად კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც  თავიდანვე იტყოდა, რომ ქარტიაზე ხელის მოწერა არ შეიძლება, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლაც არავინ მოიძებნა ოპოზიციაში, რომელიც გაბედულად იტყვის, რომ პრეზიდენტი ცდება.

“ეს იმდენად გაუაზრებლად და არაადეკვატურად გამოიყურება, რომ ამ ყველაფრის ერთადერთი ახსნა არის ის, რომ პრეზიდენტის ხელით “ქართული ოცნება” ანადგურებს ოპოზიციის დიდ ნაწილს. არანაირი იდეა და პრინციპები არ დგას.

მე მგონია, რომ ამის შედეგად, ოპოზიციური პარტიები ძალიან დაზიანდნენ. გული მწყდება, რომ ოპოზიციაში არ მოიძებნა საკმარისად კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც  თავიდანვე იტყოდა, რომ ქარტიაზე ხელის მოწერა არ შეიძლება და არც ახლა მოიძებნება, რომელსაც ეყოფა გამბედაობა თქვას, რომ პრეზიდენტი ცდება და უნდა გამოვიდეს ამ ქარტიიდან”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები