ერთი უიდეო პარტიით ნაკლები იქნება ჩვენს პოლიტიკურ ველზე და ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა გახარია-ხაზარაძის ერთობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, “ლელოც” და “გახარია-საქართველოსთვისაც” ბელადების პარტიებია.
“ლელოს” და გახარიას არანაირი განსაკუთრებული და კონკრეტული იდეები არ აქვთ, არანაირი პოზიციები, ბელადების პარტიები არიან, მაგრამ “ლელოს” ფული აქვს და გახარიას კი – არა, ამიტომ, თავიანთ ეგოს თუ დაძლევენ, თუნდაც პრეზიდენტის მეშვეობით და გაერთიანდებიან, შანსი მაინც ექნებათ, რომ ბარიერი გადალახონ და ხმები არ დაიკარგოს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ, ერთი უიდეო პარტიით ნაკლები იქნება ჩვენს პოლიტიკურ ველზე და ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. 17 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე კი “ლელოს” ლიდერმა კიდევ ერთი დღე ითხოვა.