spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანდრო შელია – დენის გაჟონვის საწინააღმდეგო მოწყობილობა ან დამიწების სისტემა რომ ყოფილიყო მწყობრში, ეს შემთხვევა არ მოხდებოდა

არსებობს დენის გაჟონვის საწინააღმდეგო მოწყობილობა და დამიწების სისტემა. აქედან ერთ-ერთი მათგანი მაინც რომ ყოფილიყო მწყობრში, ეს შემთხვევა არ მოხდებოდა, – აცხადებს  ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში სანდრო შელია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.  

 

მისი თქმით, თუ რის გამო არ მუშაობდა დენის გაჟონვის საწინააღმდეგო საშუალებები, ამას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

 

“არსებობს დენის გაჟონვის საწინააღმდეგო მოწყობილობა, რომელიც უნდა თიშავდეს სისტემას, იმ შემთხვევაში თუ ხდება ძაბვის და დენის გადინება. მეორეა დამიწების სისტემა. ამ სისტემებიდან ერთ-ერთი მათგანი მაინც რომ ყოფილიყო მწყობრში, ეს შემთხვევა არ მოხდებოდა. 

 

როდესაც იბარებს მერია სამშენებლო ობიექტს, მერიამ აუცილებლად უნდა დაიქირავოს სამშენებლო ინსპექტირების ორგანო, რომელმაც უნდა შეამოწმოს დეტალურად ყველა ობიექტი. რა თქმა უნდა, როდესაც საქმე გვაქვს ძაბვასთან და უნდა ჩაეტარებინათ შესაბამისი გამოცდები. რომელიც გამოავლენდა ტექნიკურ ხარვეზს. 

 

როგორც ჩანს, საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც ორი მოწყობილობიდან, რომელიც ამ შემთხვევას აღმოფხვრიდა, ან არცერთი არ მუშაობდა –  ჩართული არ იყო, მწყობრში არ იყო, ან საერთოდ არ მუშაობდა. 

 

ეს ამბავი უნდა გაერკვია შემოწმებას ობიექტის ჩაბარებისას, ახლა როდესაც ჩატარდება გამოძიება, უნდა გავარკვიოთ რამდენი დარღვევა მოხდა და საბოლოდ ვისი პასუხისმგებლობაა ეს“, – განაცხადა შელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები